saqarTvelos mdinareebi - xifsTa

ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სათავე ბზიფის ქედი
შესართავი შავი ზღვა
სიგრძე 33 კმ
აუზის ფართობი 166 კმ²

 

სინონიმი: თეთრწყალა.

მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტში. ერთვის შავ ზღვას. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2134 მ. სიგრძე 33 კმ. აუზის ფართობი 166 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წლის დანარჩენ დროს - წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,76 მ³/წმ.